2009 წლის აგვისტოდან საზოგადოებრივი მაუწყებელი უეფას (ევროპის ფეხბურთის ასოციაციათა კავშირის) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, სამი საფეხბურთო სეზონის (2009–2012 წლები) განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს – უეფას ჩემპიონთა ლიგას, პლეი–ოფის რაუნდიდან – ფინალურ შეხვედრამდე - საერთო ჯამში 33 პირდაპირ რეპორტაჟს; ამასთანავე, ყველა სათამაშო დღის მატჩების მიმოხილვასა და ყოველკვირეულ ტელეჟურნალს.
სამშაბათსა და ოთხშაბათს პირდაპირი რეპორტაჟები 22:45 (ზამთარში 23:45) დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგის ყოველკვირეული ტელეჟურნალი ყოველ შაბათს 17:30 დაიწყება.
წამყვანი – დავით მინაშვილი