დაიბადა 1972 წლის 8 აგვისტოს ქ.თბილისში. დაამთავრა 101-ე საშუალო სკოლა, შემდეგ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის - სპორტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1994 - 1999 წლებში მუშაობდა პირველ არხზე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ კორესპონდენტად, პარალელურად –სახელმწიფო რადიოში.
1999 – 2003 წლებში იყო „მოამბის“ წამყვანი, შემდეგ 2003-2004 წლებში ტელეკომპანია „მზე“-ში სპორტული კომენტატორი.
2004 წლიდან დღემდე პირველ არხზეა. იყო თოქ- შოუ „არენა“-ს წამყვანი; ამჟამად სპორტული მიმართულების პროდიუსერია.