მონაცემთა დაცვა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემისას პირადი მონაცემების დაცვის პროცედურები (2023)

ტელევიზიით მხარდაჭერის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მიზნად ისახავს თქვენ, როგორც 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ტელევიზიით ხმის მიცემის მსურველ მონაწილეს, გაცნობოთ პერსონალური მონაცემების მიმოხილვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს შესახებ, როდესაც ხმას აძლევთ სატელეფონო ზარით, აგრეთვე თქვენი უფლებების შესახებ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად.

როგორც მონაცემთა ერთობლივი მაკონტროლებლები, ჩვენ ევროპის მაუწყებელთა კავშირი – Union Européenne de Radio Télévision, L’Ancienne-Route 17A, 1218 ლე-გრან-საკონე, ჟენევა, შვეიცარია (შემდგომში EBU) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, მოქმედი, როგორც 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე მაუწყებელი საქართველოდან და სხვა მონაწილე მაუწყებლები, რომლებიც მონაწილეობენ 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში და Digame GmbH (შემდგომში „კომპანია“) ვალდებულნი ვართ, დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და პატივი ვცეთ თქვენს პირად ინფორმაციას მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის, კერძოდ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის 2016/679 (GDPR) და გერმანიის მონაცემთა დაცვის ფედერალური კანონის (BDSG) შესაბამისად. ჩვენ არ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა მიზნებისთვის, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა.

EBU-მ, მონაწილე მაუწყებლებმა და კომპანიამ, GDPR-ის 26-ე მუხლის შესაბამისად შეასრულეს ერთობლივ მაკონტროლებელთა კონკრეტული და ცალკეული შეთანხმება, რომლის ძირითადი შინაარსი ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში EBU-ის ან კომპანიის შენობებში.

პერსონალური მონაცემების რომელი კატეგორიები მუშავდება?

ჩვენ დავამუშავებთ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც მივიღებთ, როდესაც თქვენ ხმას მისცემთ სატელეფონო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით (მიუხედავად იმისა, იგზავნება პირდაპირ თუ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აპლიკაციის საშუალებით) თქვენი ფიქსირებული ან მობილური ქსელის პროვაიდერის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მოწოდებული კავშირების გამოყენებით.

ამისათვის, თქვენი წარმოშობის ქვეყნიდან გამომდინარე, ჩვენ შევაგროვებთ შემდეგი კატეგორიის მონაცემებს თქვენგან, თუ ეს შესაძლებელია.

  • თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი (MSISDN – მობილური სადგურის ინტეგრირებული სერვისების ციფრული ქსელის ნომერი) ან ფიქსირებული ტელეფონის ნომერი (CLI – აბონენტის იდენტიფიკაცია);
  • თარიღი და დრო, როდესაც თქვენ მონაწილეობდით ტელევიზიით ხმის მიცემაში;
  • სიმღერის ნომერი, რომელსაც მიეცით ხმა;
  • თქვენი ფიქსირებული ან მობილური ქსელის პროვაიდერის სახელი;
  • ქსელის პროვაიდერთან კონტრაქტი, რომელიც გაქვთ (წინასწარ გადახდილი, კონტრაქტი);
  • გადახდის მეთოდი და წარმოშობა, რომელიც არჩეულია.

რაში მდგომარეობს მონაცემების დამუშავების მიზანი და რა არის აღნიშნულის იურიდიული საფუძველი?

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე (GDPR-ის მუხლი 6, პუნქტი 1(f)), იმ მიზნით, რომ

  • გამოვთვალოთ და მივიღოთ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მოქმედი და ოფიციალური შედეგები აუდიტორიის მიერ მიცემული ხმების (მათ შორის თქვენი) საფუძველზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსში შესული სიმღერების რეიტინგისა და მასში გამარჯვებულის განმსაზღვრელი ოფიციალური შედეგების გენერირებისთვის;
  • დავაგენერიროთ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის საერთო სტატისტიკა;
  • გამოვაქვეყნოთ შეჯამებული და ანონიმური შედეგები/ხმები.

ვის ექნება წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე?

სატელევიზიო ხმის მიცემაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ იყენებთ თქვენი ეროვნული სატელეკომუნიკაციო კომპანიის და/ან აგრეგატორის მიერ მხარდაჭერილ სატელეკომუნიკაციო სერვისს, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად გადაუგზავნოს კომპანიას თქვენი პერსონალური მონაცემები აუდიტორიის უტყუარი შედეგის გამოსათვლელად.

კომპანიის შიგნით თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება იმ დეპარტამენტებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ კომპანიის სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. სერვისის პროვაიდერებს და კომპანიაში მომუშავე რწმუნებულ პირებს შეუძლიათ ასევე მიიღონ პერსონალური მონაცემები ასეთი მიზნებისთვის იმ პირობით, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას, დაიცვან კონფიდენციალურობა და მთლიანობა. ასეთი მიმღებები შეიძლება იყვნენ, მაგალითად, IT სერვისების ან სატელეკომუნიკაციო პროვაიდერები.

არ მოხდება პერსონალური მონაცემების გადაცემა კომპანიის გარეთ მყოფი მიმღებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ EBU, მონაწილე მაუწყებლებთან და კომპანიასთან ერთად, არის ერთობლივი მაკონტროლებელი სატელევიზიო ხმის მიცემასთან დაკავშირებით, კომპანია არ გადასცემს თქვენს პერსონალურ მონაცემებს EBU-ს და მონაწილე მაუწყებლებს, რომლებიც კომპანიისგან მიიღებენ მხოლოდ ანონიმურ შედეგებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. გამოქვეყნდება მხოლოდ შეჯამებული და ანონიმური შედეგები.

გადაეცემა პერსონალური მონაცემები მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას?

გერმანიის ფარგლებს გარეთ მიცემული ხმები გადაეცემა კომპანიას გერმანიაში მათი დამუშავების მიზნით და შემდგომი გადაცემა არ განხორციელდება. კომპანია არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე ქვეყნებს ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ.

რა ვადით შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

კომპანია დაამუშავებს და შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ჩვენი სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

მას შემდეგ, რაც პერსონალური მონაცემები აღარ იქნება საჭირო სახელშეკრულებო ან სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, ისინი რეგულარულად წაიშლება, თუ მათი შემდგომი დამუშავება განსაზღვრული დროის განმავლობაში არ იქნება საჭირო შემდეგი მიზნებისთვის:

  • სავაჭრო და საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული შენახვის ვალდებულებების შესრულება,
  • გერმანული სავაჭრო კოდექსი (HGB), საგადასახადო კოდექსი (AO), ფულის გათეთრების შესახებ კანონი (GwG). ეს კანონები ზოგადად აკონკრეტებს შენახვის ვადებს დაარქივებისა და დოკუმენტირების მიზნით, რომლებიც მერყეობს ორიდან ათ წლამდე.

რაში მდგომარეობს თქვენი უფლებები?

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და არასწორი მონაცემების შემთხვევაში მოითხოვოთ მათი კორექტირება, ან წაშლა იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ არის საჭირო იმ მიზნებთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ისინი შეგროვდა და დამუშავდა.

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ დამუშავების შეზღუდვა, მონაცემთა პორტაბელურობა ან გააპროტესტოთ დამუშავება. ნებისმიერი თანხმობა, რომელსაც თქვენ იძლევით თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენს მიერ დამუშავებაზე, შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანხმობის გაუქმება გავრცელდება მხოლოდ მომავალში. აღნიშნული არ იმოქმედებს ისეთ დამუშავებაზე, რომელიც მოხდა თანხმობის გაუქმებამდე.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით თქვენი მოთხოვნის შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე გაგზავნით: [email protected]

თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება წარმოადგენს მონაცემთა დაცვის კანონ(ებ)ის დარღვევას, თქვენ გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი სამეთვალყურეო ორგანოში, კერძოდ ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში, სადაც არის თქვენი საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი ან ადგილი, სადაც მოხდა დარღვევა.

როგორ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს?

თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

კომპანიის მონაცემთა დაცვის ოფიცერს მისამართზე: [email protected] 

მოქმედების ვადა და ცვლილებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინება ძალაში შედის 2023 წლის 20 მარტიდან.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი სრული დისკრეციით, ნებისმიერ დროს შევცვალოთ, შევასწოროთ, დავამატოთ ან ამოვიღოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ნაწილი.