ზურაბ ნოღაიდელმა კოლეგებს "სამართლიანი საქართველოსთვის" ხედვა გააცნო
პოლიტიკა | 02.02.2010,17:55
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს კონფერენცია გამართა.
შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიების თემა განიხილეს.
ნოღაიდელმა კოლეგებს საკუთარი ხედვა გააცნო, თუ რა გზით ხედავს "სამართლიანი საქართველოსთვის" ტერიტორიების დეოკუპაციას.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ის მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.