მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
კრიმინალი | 02.02.2010,17:58
მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
36 წლის გურამ ჩიხლაძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში "მალადოის" სახელითაა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა სამსახურმა დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას კრიმინალურ სამყაროში დიდი გავლენა ჰქონდა და დამნაშავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც, ძირითადად, ძარცვასა და ავტომობილების გატაცებაზე მუშაობდა.
ჩიხლაძეზე ძებნა 2009 წლიდან იყო გამოცხადებული. დაკავებისას მას ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოუჩინეს.