in English
სექტემბერი 2010
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
 
პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციით 2 თვის ბავშვი მოათავსეს

საზოგადოება | 03.02.2010,09:17


Photo1 Photo2 Photo3 Photo4

2 თვის ანა გიგაური მწვავე ვირუსული ინფექციით დედოფლისწყაროდან პირველი კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიულ კლინიკაში გადმოიყვანეს.

ბავშვი თბილისში კატასტროფის ცენტრის დახმარებით გვიან ღამით ჩამოიყვანეს. ექიმების განცხადებით, ჩვილს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა აღენიშნება.

მშობლების განმარტებით, ახალშობილი რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა. ამ დროისთვის ოჯახის შვიდივე წევრს გიპის ნიშნები აქვს.

არის თუ არა ბავშვი H1N1 ვირუსით დაინფიცირებული, ეს ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოში ამ დროისთვის H1N1 ვირუსის 1300-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან 28 გარდაცვალებით დასრულდა.

ე.წ. ღორის გრიპი დაუდასტურდა ქუთაისის საავადმყოფოში გარდაცვლილ პაციენტსაც. ბოლო ორი დღის განმავლობაში გრიპის შემდგომი გართულების კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

პნევმონიის საშუალო სიმძიმის დიაგნოზით, პაციენტები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული. სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის კლების დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მოსახლეობას ურჩევენ, ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთნავე, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

ვიდეო

გადმოტვირთე