აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე კავკასიაში ვიზიტს გეგმავს
პოლიტიკა | 03.02.2010,10:26
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერი 4 და 5 თებერვალს კავკასიაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ჯეიმს სტეინბერს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე სომხეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
სტეინბერგი მიუნჰენშიც ჩავა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. გერმანიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდება.