უამინდობის გამო, ფრენები შეფერხდა
საზოგადოება | 03.02.2010,09:29
უამინდობის გამო, ფრენები შეფერხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ძლიერი ნისლის გამო, აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა სტამბოლის, რიგის, მიუნჰენის, პრაღის, მინსკისა და ლონდონის რეისებმა.
გადაიდო ფრენები უკრაინის, სტამბოლის, მინსკისა და მიუნჰენის მიმართულებითაც. დროულად გაფრენა ვერ მოახერხეს ქართველმა ჟურნალისტებმაც, რომლებიც სტამბოლში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მიფრინავდნენ.
უამნიდობის გამო, პრაღა-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოსვლას ვერ არხერხებენ ვერც ვენეციის კომისიის წევრები.