აპატურაი - ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას
პოლიტიკა | 03.02.2010,10:33
ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მორიგი მხარდამჭერი განცხადება ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართული ტელეხიდის დროს გააკეთა.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, როგორც კი ის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
აპატურაიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს.