in English
სექტემბერი 2010
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
 
რუსეთში გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას თბილისში ეხმაურებიან

პოლიტიკა | 03.02.2010,10:37


Photo1 Photo2 Photo3 Photo4

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ფაქტს თბილისშიც ეხმაურებიან.

საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ კრემლი საქართველოს საგარეო უწყების წარმატებულმა საქმიანობამ გააღიზიანა. დეპუტატების აზრით, რუსული მხარე საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიპლომატიის წარმატებების უგულებელყოფას სწორედ ამ მეთოდით ცდილობს.

როგორც უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

დეპუტატების აზრით, ვაშაძე მაღალი დონის დიპლომატია და იგი ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კორექტული გამონათქვამებითა და შეფასებებით გამოირჩეოდა.

ვიდეო

გადმოტვირთე