in English
სექტემბერი 2010
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
 
რუსეთში "დიდების მემორიალის" აღდგენაზე კონკურსი ცხადდება

პოლიტიკა | 03.02.2010,09:46


Photo1 Photo2 Photo3 Photo4

რუსეთში "დიდების მემორიალის" აღდგენაზე კონკურსი ცხადდება. განაცხადების მიღება 10 თებერვლისთვის დაიწყება, გამარჯვებული კი 2 თვეში გამოვლინდება.

მემორიალის აღდგენას ორგანიზებას რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია უწევს. მონუმენტის ასაგებად საჭირო თანხას კი რუსეთში ქართველთა კავშირის გარდა, მოსკოვის მერია და "ედინაია რასია" გაიღებს. მემორიალის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს. განცხადება ჟურნალისტებთან სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

ანდრეი ნესტერენკოს შეფასებით, ქუთაისში და ასევე აჭარაში სოფელ დიოკნისიში მემორიალების დემონტაჟი ომში დაღუპულებისა და მათი ახლობლების მიმართ უპატივცემულობის ნიშანია.

რუსეთის საგარეო უწყებას გამოეხმაურნენ თბილისშიც. ქართველი პოლიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა საქართველოს მიმართ იმდენი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რომ მას ასეთი ბრალდებების უფლება არ აქვს.

მათივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებების უფლებას მათ ზოგი ქართველი პოლიტიკოსის ქმედება აძლევთ.

ვიდეო

გადმოტვირთე