in English
სექტემბერი 2010
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
 
რუსეთის პატრიარქმა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობაზე ისაუბრა

საზოგადოება | 03.02.2010,10:56


Photo1 Photo2 Photo3 Photo4

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე რუსეთის პატრიარქმა კირილმა ეკლესიის მეთაურობის ერთი წლის შეჯამებისას ისაუბრა.

პატრიარქ კირილის შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია, ეკლესიების თანამშრომლობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ურთიერთობა წარსულს მალე ჩაბარდეს.

კირილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შორის მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, რუსეთსაც და საქართველოსაც ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის პოზიციას დააფიქსირებს.

ვიდეო

გადმოტვირთე