in English
სექტემბერი 2010
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
 
სერგეი ბაღაფში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებაზე საუბრობს

პოლიტიკა | 03.02.2010,11:18


Photo1 Photo2 Photo3 Photo4

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში ე.წ. სამართალდამცველებს მოუწოდებს, გალის რეგიონში სპეციალური შეიარაღების გარეშე არ გადავიდნენ.

ბაღაფშის განცხადებით, გალის რეგიონში სამართალდამცველების წინააღმდეგ მუდმივი პროვოკაციები ხორციელდება და ამის შესახებ ყველას უნდა ახსოვდეს.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სასაზღვრო ზოლი შესაბამისი ტექნიკით იყოს აღჭურვილი.

რაც შეეხება გალის მოსახლეობას, ბაღაფშის თქმით, ის თანახმაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს, თუ ისინი მოსახლეობის დახმარებას აფხაზეთის გავლით გადაწყვეტენ. საქართველოს ტერიტორიიდან გალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შესვლა კი მისთვის მიუღებელია.

ვიდეო

გადმოტვირთე