in English
სექტემბერი 2010
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
 
კახა კუკავას წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დღეს დაიწყება

საზოგადოება | 03.02.2010,11:25


Photo1 Photo2 Photo3 Photo4

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კახა კუკავას წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაიწყება. "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს მოქალაქე ლელი იაშვილი უჩივის.

იაშვილი პოლიტიკოსისგან, პატივისა და ღირსების შელახვისთვის, საჯაროდ ბოდიშის მოხდას და, კომპენსაციის სახით, 20 000 ლარის გადახდას ითხოვს.

საქმე ეხება 15 ივნისს ჩიტაძის ქუჩაზე მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის საკნების აღების მოთხოვნაზე მომხდარ შელაპარაკებას.

კამათის დროს კახა კუკავამ ლელი იაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და მას "20-ლარიანი მეძავი" უწოდა. დაზარალებული აცხადებს, რომ პროცესის წაგების შემთხვევაში, მზად არის კახა კუკავას საზღვარგარეთ უჩივლოს.

ვიდეო

გადმოტვირთე