|
|
|
-
მსოფლიო | 02.02.2010,18:09
სანკტ პეტერბურგში რკინიგზა ააფეთქეს. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ კრინიგზასთან 200 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტური ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
-
მსოფლიო | 02.02.2010,13:21
ამერიკის 2010 წლის ბიუჯეტი რეკორდულად დეფიციტური იქნება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გეგმა დასამტკიცებლად კონგრესს უკვე წარუდგინა.
-
მსოფლიო | 02.02.2010,13:14
უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო წინასაარჩევნო დებატებზე მარტო მივიდა. მისმა კონკურენტმა, "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დებატებზე მისვლაზე უარი განაცხადა.
-
მსოფლიო | 02.02.2010,12:57
კალინინგრადში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.
-
მსოფლიო | 02.02.2010,11:15
რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა მზადაა. გეგმა უშიშროების საბჭომ ოპერატიულ სხდომაზე დაამტკიცა. უახლოეს მომავალში კი მას ხელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც მოაწერს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,17:45
უცნობმა პირებმა ინგუშეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. შენობას ყუმბარმტყორცნიდან ესროდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავებულია.
-
მსოფლიო | 01.02.2010,14:12
ლოს ანჯელესში ტრადიციული, 52-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა,რომელმაც 20 წლის ასაკში წლის მუსიკალური ალბომისთვის გრემი მიიღო.
-
მსოფლიო | 01.02.2010,13:59
ისინი, ვინც ჰაიტიზე მიწისძვრას გადაურჩნენ, ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. უკანასკნელი მონაცემებით, კუნძულიდან არალეგალურად დომინიკის რესპუბლიკაში 35 ბავშვი გადაიყვანეს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,13:48
დაღესტანში არეულობა გრძელდება. გასულ ღამეს კაიტაგის რაიონში სპეცრაზმელებმა ორი მებრძოლი მოკლეს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:42
უამინდობას გერმანიაში უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერ ყინვას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ე.წ. ზამთრის შტორმი, კეზიბანი დაერთო.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:19
ჰაიტის მოსახლეობის მდგომარეობა კვლავ რთული რჩება. მოსახლეობის ნაწილი წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:13
კურილიის კუნძულებთან რუსეთისა და იაპონიის დაპირისპირება გრძელდება. რუსმა მესაზღვრეებმა იაპონელ მეთევზეებს ცეცხლი გაუხსნეს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:05
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი იულია ტიმოშენკო კიევში ეგრეთ წოდებული ბოევიკების ყოფნის შესახებ აცხადებს, რომლებიც მზად არიან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალონ.
-
მსოფლიო | 01.02.2010,10:58
საპროტესტო აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა. სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მშვიდობიანი აქციის 150-მდე მონაწილე დააკავეს.
-
მსოფლიო | 31.01.2010,16:57
მიწისძვრა ჩინეთში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ქვეყნის ცენტრალურ, სიჩუანის პროვინციაში 5 ბალს გადააჭარბა.
|