|
|
|
-
პოლიტიკა | 29.01.2010,12:47
საარჩევნო სიების გადამოწმების მუშაობაში ჩართვის ვადა პირველ თებერვალს იწურება. ცესკო-ში უკვე ცხრა პოლიტიკური პარტიის განაცხადია შესული.
-
პოლიტიკა | 29.01.2010,16:59
ებრალიძის მიერ დაწესებული პრემიის ლაურეატები ნოდარ წულეისკირი, რეზო ამაშუკელი და ელიზბარ ჯაველიძე გახდნენ. დავით აღმაშენებლის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები დღეს სასტუმრო "ამბასადორში" კონკურსის ორგანიზატორებმა დაასახელეს.
-
პოლიტიკა | 29.01.2010,12:30
პარლამენტის თავმჯდომარე დღეიდან შეხვედრებს ლუქსემბურგში განაგრძობს. ის დღეს ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოვა.
-
საზოგადოება | 29.01.2010,16:20
თბილისის კიდევ ერთი ძველი უბნის რეაბილიტაცია დაწყებულია. დედაქალაქის მერიამ დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობების აღდგენა დაიწყო.
-
კულტურა | 29.01.2010,11:25
ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართა. საოპერო სპექტაკლი "ლუჩია დი ლამერმური" მაყურებელს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა წარუდგინა.
-
კულტურა | 29.01.2010,11:21
კინოთეატრ "რუსთაველში" ფილმ "ბამბაზიის სამოთხის" პრემიერა გაიმართა.
-
მსოფლიო | 29.01.2010,11:11
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგენდარული მწერალი ჯერომ სელინჯერი გარდაიცვალა. სელინჯერი 91 წლის ასაკში ნიუ ჰემპშირის ქალაქ კორშინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
-
მსოფლიო | 29.01.2010,11:06
იულია ტიმოშენკომ იური ლუცენკოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შეუნარჩუნა. მისი პოსტიდან გაშვების გადაწყვეტილება უკრაინის რადამ მიიღო.
-
ეკონომიკა | 29.01.2010,11:01
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.
-
პოლიტიკა | 29.01.2010,10:55
რუსეთი კვლავ განაგრძობს ცხინვალის რეგიონისა და აფახაზეთის დამხარებას რეგიონის სასაზღვრო ზოლის გამაგრების მიმართულებით,- განცხადება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გაფართოებულ სხდომაზე პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
-
პოლიტიკა | 29.01.2010,10:49
ჟენევის მორიგი რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართულ ოპოზიციაზეც ისაუბრა.
-
პოლიტიკა | 29.01.2010,10:38
"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ახალ სტრატეგიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ დაამტკიცა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა.
-
საზოგადოება | 29.01.2010,09:39
საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. გუდაური-კობის, სენაკი - ლესელიძის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.დაშვებულია მოძრაობა თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზეც.
-
საზოგადოება | 29.01.2010,09:35
იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს სახალხო დამცველის ოფისში მოაწერენ.
-
პოლიტიკა | 29.01.2010,09:32
აფხაზეთსა და რუსეთს შორის შესაძლოა საჰაერო მიმოსვლა აღდგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ეგრეთ წოდებული ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში სეიმონ გრიგორიევი ადასტურებს.
|