|
|
|
-
ეკონომიკა | 01.02.2010,17:23
ეკონომიკური განვითარების მინისტრი დღეს ელმავალმშენებელ ქარხანას ეწვია. ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან ირაკლი ეზუგბაიასთან ერთად ის საამქრო დაათვალიერა, სადაც ელმავლების შეკეთება და განახლება განხორციელდება.
-
საზოგადოება | 01.02.2010,17:13
თბილისის მერმა დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონში 800 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას თბილისის 2010 წლის დასაქმების პრიორიტეტები გააცნო.
-
საზოგადოება | 01.02.2010,17:06
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია დაიწყო. უნარშეზღუდული ბავშვები სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთვებიან.
-
საზოგადოება | 01.02.2010,17:00
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 24 წლის სოფიო სულიაური გარდაიცვალა. მას H1N1 ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,16:46
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
-
კრიმინალი | 01.02.2010,16:39
მკვლელობა მოხდა ზუგდიდში. 1987 წელს დაბადებულმა ნუკრი ლუკავამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მისივე ნაცნობ მიხეილ მირცხულავას ცივი იარაღით მრავალობითი ჭრილობები მიაყენა.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,16:33
"ალიანსი საქართველოსთვის" მიმართავს საპარლამენტო ოპოზიციას და გიორგი თარგამაძეს, რომ უკრაინაში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული საკითხი პარლამენტის წინაშე დააყენოს.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,16:28
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიმართავს უკრაინის რადას, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იუშჩენკოს ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,16:19
რუსეთის ხელისუფლება ქართველ კრიმინალებს მფარველობს - ამ თემაზე რუსული ომონის თანამშრომლები საუბრობენ. ინფორმაციას გამოცემა "ნიუ თაიმსი " აქვეყნებს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,14:12
ლოს ანჯელესში ტრადიციული, 52-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა,რომელმაც 20 წლის ასაკში წლის მუსიკალური ალბომისთვის გრემი მიიღო.
-
მსოფლიო | 01.02.2010,13:59
ისინი, ვინც ჰაიტიზე მიწისძვრას გადაურჩნენ, ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. უკანასკნელი მონაცემებით, კუნძულიდან არალეგალურად დომინიკის რესპუბლიკაში 35 ბავშვი გადაიყვანეს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,13:48
დაღესტანში არეულობა გრძელდება. გასულ ღამეს კაიტაგის რაიონში სპეცრაზმელებმა ორი მებრძოლი მოკლეს.
-
საზოგადოება | 01.02.2010,13:35
2010 წლის 5 თებერვლიდან ლოტოს სატელევიზიო გათამაშება კვირაში ორჯერ გავა.
-
საზოგადოება | 01.02.2010,13:31
ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების კორპუსები გარემონტდა. ინგირის ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობაში ორ და სამოთახიან ბინებში ევრორემონტი ჩატარდა.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,16:05
მოსკოვსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სერგეი ლავროვმა და მურატ ჯიოევმა მოაწერეს.
|