|
|
|
-
საზოგადოება | 01.02.2010,16:50
თურქული სატვირთო გემი ლიბიის სანაპიროსთან ჩაძირვას გადაურჩა. გემი, რომლის ბორტზე 12 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, რიფს შეეჯახა.
-
სპორტი | 01.02.2010,12:09
ავსტრალიის ღია პირველობა მსოფლიოს პირველი ჩოგანების ტრიუმფით დასრულდა. მამაკაცთა შორის როჯერ ფედერერმა, ქალებში კი სერენა უილიამსმა იმარჯვა.
-
სპორტი | 01.02.2010,12:04
საქართველოს 13 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რიგის თასი მოიგო. ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოზარდებმა ფინალურ ეტაპზე ვერონას კიევო დაამარცხეს.
-
სპორტი | 01.02.2010,11:56
ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე სხვადასხვა სინჯის 15 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის მეორე დღეს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან წიკლაურმა ქართველი მეტოქე ხვიჩა ხუციშვილი დაამარცხა.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:42
უამინდობას გერმანიაში უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერ ყინვას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ე.წ. ზამთრის შტორმი, კეზიბანი დაერთო.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:19
ჰაიტის მოსახლეობის მდგომარეობა კვლავ რთული რჩება. მოსახლეობის ნაწილი წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:13
კურილიის კუნძულებთან რუსეთისა და იაპონიის დაპირისპირება გრძელდება. რუსმა მესაზღვრეებმა იაპონელ მეთევზეებს ცეცხლი გაუხსნეს.
-
მსოფლიო | 01.02.2010,11:05
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი იულია ტიმოშენკო კიევში ეგრეთ წოდებული ბოევიკების ყოფნის შესახებ აცხადებს, რომლებიც მზად არიან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალონ.
-
მსოფლიო | 01.02.2010,10:58
საპროტესტო აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი დაპატიმრებით დასრულდა. სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მშვიდობიანი აქციის 150-მდე მონაწილე დააკავეს.
-
საზოგადოება | 01.02.2010,10:50
მერიაში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები დღეიდან ამოქმედდება. უკვე დარეგისტრირებული მოქალაქეები უსაფო კურსებს ქალაქის მუნიციპალიტეტებში, გამგეობასა და მერიის შენობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან.
-
საზოგადოება | 01.02.2010,10:43
საქართველოში საგაზაფხულო სამხედრო გაწვევა დაიწყო. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა 1 ივლისამდე გაგრძელდება.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,10:24
პარლამენტში საგაზაფხულო სესია ამ კვირაში ბიუროს სხდომით გაიხსნება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
-
საზოგადოება | 01.02.2010,09:55
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები აქტიურ კამპანიას იწყებენ.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,09:46
პარლამენტის წევრი კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს. ამ საკითხზე გამსახურდია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე სპეციალური მიმართვის გაგზავნას გეგმავს.
-
პოლიტიკა | 01.02.2010,09:33
ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯგუფების დაკომპლექტებას იწყებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიებს მონიტორინგს 12 კვალიფიციური სუბიექტი გაუწევს.
|