ძვირფასო ტელემაყურებლებო და საიტის მომხმარებლებო. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც არ დარჩა გულგრილი „პირველი კავკასიურის“ სატელიტური მაუწყებლობის გათიშვის გამო და სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოხმაურებები და თანადგომა.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს „პირველი კავკასიური არხის“ თანამგზავრული მაუწყებლობის აღდგენისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით:

გვაცნობეთ, 2010 წლის 15-21 იანვარს შესაძლებელი იყო თუ არა „პირველი კავკასიური არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სიგნალის მიღება სატელიტური თეფშის საშუალებით.

ამჟამად გაქვთ თუ არა სატელიტური ანტენით „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სიგნალის მიღების საშუალება.

ხომ არ გექმნებოდათ რაიმე სახის პრობლემები „პირველი კავკასიური არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სიხშირის და პოლარიზაციის დაყენებისას.

თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები ყურადღებით იქნება განხილული და გათვალისწინებული.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაცია

საქართველო, თბილისი, 0171. მ. კოსტავას ქ. 68

(+995) 32 409 195; (+995) 409 199, (+995) 409 188 ელ-ფოსტა: e-mail: admin@1k-tv.com, info@1k-tv.com